• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • დახმარება
  • დაგვიკავშირდით

ანგარიშის ნახვა

შეიყვანეთ პირადი კოდი

 

ხშირად დასმული შეკითხვები

რამდენია უცხოური საიტიდან გადმოწერის სიჩქარე?

ქართული და უცხოური საიტიდან გადმოწერის სიჩქარე არის ერთანირი.

----------------------------------------------------------

რა პაკეტებით შემიძლია ვისარგებლო?

პაკეტების სესახებ ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ სერვისების განყოფილებაში.

----------------------------------------------------------

შეიძლება თუ არა ინტერნეტის გაზიარება რამდენიმე მომხმარებელზე?

ინტერნეტის გაზიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ 70 ან 100 ლარიანი პაკეტით, სხვა პაკეტის გაზიარება არ შეიძლება!

----------------------------------------------------------

მაინტერესებს ჩემი IP მისამართი არის გლობალური თუ რამდენიმე მოხმარებელი ვიზიარებთ ერთ IP მისამართს.

თითოეული მოხმარებელისათვის გამოყოფილია ერთი გლობალური IP მისამართი.

ჩვენს სესახებ

„მიკრონეტ“–ი დაარსდა 2008 წლის 15 თებერვალს. კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინტერნეტის და ონლაინ მედიის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მისი თავდაპირველი მისია იყო მიეწოდებინა ინტერნეტი უკაბელო ქსელის დახმარებით იქ სადაც კაბელის გაყვანა შეუძლებელი იქნებოდა, ეს საშუალებას მისცემდა არსებულ სოფლებს ჩართულიყვნენ მაღალი ხარისხის ინტერნეტში, ყველაზე დაბალ ფასად. სულ რაღაც 2 თვეში ერთ–ერთ სოფელში დაყენდა სატესტო ანტენები და უკაბელო ქსელის მოწყობილობები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება და ისინი მალევე შეიცვალნენ „მიკრონეტ“–ის ტექნიკური ჯგუფის მიერ მძლავრი და სტაბილური აპარატურით. მალევე არსებულ ერთ სოფელს დაემატა კიდევ ორი სოფელი, რომლებშიც ასევე განთავსდა უახლესი დროის აპარატურა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მიკრონეტ“–ის სპეციალისტები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ სოფლის მაცხოვრებლებს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში, უდაბლეს ფასად, ურჩევდნენ მათ ოპტიმალურ კონფიგურაციას პერსონალური კომპიუტერისთვის და უფრო მეტიც, სთავაზობდნენ მათ უპროცენტო განვადებას კლიენტის შესაძლებლობაზე დაყრდნობით გამოთვლილი ვადით. კომპიუტერებთან ერთად მაცხოვრებლებმა შეიძინეს ცოდნა, რომელსაც „მიკრონეტ“–ის სპეციალისტები დაუზარელად უზიარებდნენ ყოველ მომხმარებელს. დროსთან ერთად ვითარდებოდნენ კომპანიის სპეციალისტები და ასევე ამ უკანასკნელის მომხმარებლები, ზოგმა თავისით შეძლო სამუშო ადგილის მოძიება, ზოგსაც ჩვენ მივეხმარეთ. ამას დაემატა ის, რომ ჩვენი მომხმარებლების 70 პროცენტი შეადგენდა ისეთ მაცხოვრებლებს, რომელთა ოჯახიდან საზღვარგარეთ ერთი ან ორი წევრი იყო გასული, მათ ჩვენმა ინტერნეტმა საშუალება მისცა გაეკეთებინათ ტელეფონის გადასახადის დანაზოგი, რომელმაც მათი შემოსავლის 20 პროცენტი შეადგინდა. ამ დროსიმიკრონეტი მომხარებელს სთავაზზობს, უწყვეტ და სტაბილურ ინტერნეტს, კომპიუტერულ ტექნიკას, სერვისს, ტრეინინგებს, საკომუნიკაციო სისტემას, ადგილს ჩვენს სერვერებზე და სხვა, მაგრამ ამ სერვისი ყველაზე განსაკუთებული არის ის რომ, თითოეული მათგანი მორგებულია მომხარებლის მოთხოვნაზე და ფასიც და მომსახურება არის ყველასთვის ინდივიდუალური, ეს ჩვენს სერვის ქმნის განსაკუთრებულს და შეუცვლელს.

 

შპს "მიკრონეტ" ყველა უფლება დაცულია